logo
ENG



13 შეკვრა "სირეცის" შეძენა-შენახვის ბრალდებით ფონიჭალაში არასრულწლოვანი დააკავეს

13 იან 202110:31
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2004 წელს დაბადებული პირი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

უწყების მტკიცებით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა არასრულწლოვანი, ფონიჭალის დასახლებაში იმ დროს შეაჩერა, როდესაც მას 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "სირეცი" გადაჰქონდა.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


close დახურვა